„ყველაფერი ჩემ შესახებ“ - ტელეგადაცემა, რომელსაც ასი წლის მეცნიერი უძღვება

© courtesy of Manana Imedadzeელენე აბაშიძე
ელენე აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
ფაქტს, რომელზეც გვსურს მოგითხროთ, პრეცედენტი არ აქვს მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში: ტელეკომპანია ,,ქართული TV"-ს ეთერში გადის გადაცემა, რომელსაც 100 წლის მეცნიერი, გეოლოგი, პედაგოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ელენე აბაშიძე უძღვება.
ბუნებრივია, დავინტერესდით ჩვენს დროში ვის გაუჩნდა ასეთი, გენიალურად ავანტიურისტული იდეა, რომ საუკუნეს გადაცილებული პიროვნებისთვის ტელეგადაცემის წაყვანა შეეთავაზებინა. ამისთვის თავად იდეის ავტორს, ტელეკომპანია ,,ქართული TV"-ს გენერალურ დირექტორს, ქალბატონ მანანა იმედაძეს დავუკავშირდით.
© courtesy of Manana Imedadzeმანანა იმედაძე
მანანა იმედაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
მანანა იმედაძე
- ქალბატონო მანანა, როგორ გაგიჩდათ ამგვარი ორიგინალური და, კარგი გაგებით, ავანტიურისტული იდეა?
- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და იმისთვის, რომ თემას ასე კარგად „ჩაავლეთ“. ამ ქალბატონმა ძალიან რთული და საინტერესო ცხოვრება განვლო. შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებას ყოველთვის შემოქმედებითად უდგებოდა. როდესაც პირველად მყავდა გადაცემაში მოწვეული, იმდენად ნათელი აზროვნებით გამოირჩევა, ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ჩემ წინაშე 100 წლის ადამიანი იჯდა. უჩვეულოდ მომეჩვენა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ის ძალიან სწორად და ზუსტად აფასებს. გაცნობისთანავე გამიჩნდა იდეა, რომ მისთვის თემატური საავტორო გადაცემის წაყვანა შემეთავაზებინა.
© courtesy of Manana Imedadzeელენე აბაშიძე
ელენე აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
ელენე აბაშიძე
- ასეთი უჩვეულო სათაური გადაცემას თავად შეურჩიეთ?
- დიახ, ამ გადაცემას დავარქვი „ყველაფერი ჩემ შესახებ“ და ეთერში უკვე გავიდა მისი ორი გამოშვება. ქალბატონი ელენე მასში საკუთარ ცხოვრებაზე ჰყვება. ის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორია ჰიდროგეოლოგიის მიმართულებით და პლანეტის ას საუკეთესო მეცნიერ ქალთა შორისაა დასახელებული. ის ამბობს, მე ასი წლის და რვა თვის ვარო და ეს არის სასწაული! ამ გადაცემით ძალიან დაინტერესდა მაყურებელი, ბევრი რეკავს და მადლობას გვიხდის. მიხარია, რომ ჩემმა იდეამ ასე გაამართლა.
აქვე ელენე აბაშიძის შესახებ მოკლედ მოგაწვდით საინტერესო ფაქტებს: ჰიდროლოგიის სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს დაამთავრა. პედაგოგიური საქმიანობა გეოგრაფიის მასწავლებლად სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში დაიწყო. სხვადასხვა დროს განათლების სისტემაში სატყეო მეურნეობის მეთოდისტად და ჰიდროგეოლოგად მუშაობდა. შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გადაინაცვლა. თავისი საკანდიდატო დისერტაცია კარსტულ მოვლენებს მიუძღვნა. კარსტული მოვლენები წყალში ხსნად ქანებში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად ჩნდება ხოლმე. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მან პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული „ხსნადობის თეორია". სადოქტორო დისერტაციამ ავტორს ამერიკის ბიბლიოგრაფიების საერთაშორისო ინსტიტუტში აღიარება მოუტანა და მას მეცნიერ ქალთა შორის „წლის ქალის" წოდება მიენიჭა.
დარწმუნებული ვართ, რომ გადაცემა, რომელსაც ასეთი გამორჩეული წამყვანი უძღვება, მომავალში კიდევ უფრო დიდ პოპულარობას მოიპოვებს არა მარტო სამეცნიერო წრეებში. გარდა ამისა, გადაცემა „ყველაფერი ჩემ შესახებ“ თინეიჯერებისთვისაც საინტერესოა, რადგან მასში ცხოვრებისეულ გამოცდილებას მათ საუკუნეს გადაცილებული ქალბატონი გაუზიარებს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0