მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მეცხრე პაკეტს ამზადებს, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტისას.

„ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ რუსეთს მტკივნეულ ადგილზე დავარტყათ, რათა სულ უფრო შევასუსტოთ მისი უნარი, ეომოს უკრაინას. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ სრული სვლით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე“, − აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან ევროკომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ „რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრულ ფასს G7 და მისი დიდი პარტნიორები მალე შეათანხმებენ“. მისი თქმით, ევროპა არ დამშვიდდება მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს.
როგორც გამოცემა Politico წერს, ანტირუსული სანქციების მეცხრე პაკეტი შესაძლოა ფიზიკური პირების ფართო სპექტრს მოიცავდეს. სავარაუდოდ, მასში შევლენ კრემლთან დაკავშირებული „რუსი ოფიციალური პირები, პროპაგანდისტები, კომპანიების ხელმძღვანელები და სხვები“.
ანტირუსული სანქციების ბოლო, მერვე პაკეტი ოქტომბერში მიიღეს. მას საფუძვლად რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვა უდევს დადგენილ ზღვრულ ფასზე უფრო ძვირად.
ყველა ახალი ამბავი
0