ზახაროვა: პოლონეთის გადაწყვეტილება შეშლილობაზე მეტყველებს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის უარის თქმა ეუთოს მინისტერიალზე დაშვებაზე, რომელიც პოლონეთში უნდა გაიმართოს, შეშლილობაზე მეტყველებს და არა ერთიანობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ.

„ერთიანობა არ არის და არც იქნება. თუ მიკროფონთან არ უშვებ იმ ქვეყნის მინისტრს, რომელზეც ყოველდღე ლაპარაკობ, ეს ერთიანობის კი არა, შეშლილობის მაჩვენებელია“, — განაცხადა მან.

ზახაროვას თქმით, პოლონეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს „უბრალოდ ნორმალურს კი არა, რაიმე სახის სასიცოცხლო საუბარსაც კი“.
მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უარს ამბობს სერგეი ლავროვის მონაწილეობაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ლოძში 1–2 დეკემბერს გაიმართება. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე აუცილებელია, რომ რუსეთი მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის ეუთოს სხდომებზეც, ვინაიდან „მისი ინტერესები სრულიად ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინტერესებს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავის გადაწყვეტილება „უპრეცედენტოდ და პროვოკაციულად“ შეაფასა.
ყველა ახალი ამბავი
0