მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს: ლავროვს ეუთოს სხდომაზე არ დაუშვებენ

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უარს ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ლოძში 1–2 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იალონსკიმ.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე აუცილებელია, რომ რუსეთი მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

„ახლა, ჩვენი აზრით, რუსეთი მაქსიმალურად უნდა იყოს იზოლირებული ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს გადაწყვეტილებაც აქედან მომდინარეობს. ეს არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა, ანუ ქვეყნებისა, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო, ხოლო რუსეთი ამას ეწინააღმდეგება. მას აქვს ინტერესები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მთელ ორგანიზაციას“, − განაცხადა იაბლონსკიმ პოლონეთის ტელევიზიის ეთერში.

მანამდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვარშავა CMFA-ს შეხვედრაზე სერგეი ლავროვის დაშვებაზე უარს გეგმავდა, მასმედიით გავრცელდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უპრეცედენტოდ და პროვოკაციულად“ შეაფასა.
გარდა ამისა, რუს დეპუტატებს უარი უთხრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (PA) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის მისაღებად ვიზებზეც, რომელიც ვარშავაში 24-26 ნოემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0