ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის პრობლემის მოსაგვარებლად კანონპროექტი მზადდება

© Pixabay / Vizslafotozasლეკვი
ლეკვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
ბოლო დროს საქართველოში ადამიანებზე გარკვეული ჯიშის ძაღლების თავდასხმის შემთხვევები გახშირდა.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი სტანდარტი და ქმედითი სტრუქტურა უსახლკარო ძაღლებთან, ასევე ზოგიერთი აგრესიული ჯიშის ძაღლის მოშენებასა და ყოლასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.
ბოლო პერიოდში საქართველოში პანიკა შეიქმნა გარკვეული ჯიშის შინაური ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევების გახშირების გამო.

„გვჭირდება ახალი, ქმედითი და უფრო მასშტაბური ნაბიჯები, ეფექტიანი რეგულაციები და ევროპული საუკეთესო მოდელის დანერგვა ყველგან, მთელ ქვეყანაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო აქტივისტების და სპეციალისტების მხრიდან იყო სურვილი და მიზანი, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, მოწესრიგდეს მათი აღრიცხვის, ბინადრობის და დაავადებათა კონტროლის საკითხები, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რათა შემუშავდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი.
საქართველოში შესაძლოა გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს>>>
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ პარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოში ძაღლების გარკვეული ჯიშის მოშენება და ყოლა აიკრძალება.
დეპუტატმა ასევე გაიხსენა თბილისის ცენტრში ამ დღეებში მომხდარი უბედური შემთხვევა, როდესაც პიტბული ორი წლის ბავშვს დაესხა თავს.
„ორი დღის წინ კიდევ ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა – პიტბულმა ბავშვს მიაყენა დაზიანებები. იმედი მაქვს ექიმების პროფესიონალიზმის, ვგულშემატკივრობ პატარას და მის ოჯახს. ყველაფერი კარგად იქნება!“, – აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად გახდა აგრესიული და მცირეწლოვანს თავს დაესხა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის. ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
ყველა ახალი ამბავი
0