https://sputnik-georgia.com/20221018/saqartvelosi-sesazloa-garkveuli-jisis-zarlebis-gamravleba-aikrzalos-271440436.html
საქართველოში შესაძლოა გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს
საქართველოში შესაძლოა გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს
Sputnik საქართველო
ბოლო დროს საქართველოში გარკვეული ჯიშის ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები გახშირდა. 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T19:12+0400
2022-10-18T19:12+0400
2022-10-18T22:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/06/249153646_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_319f800ba4e803eb0865f2b6bf585a28.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პარლამენტის დეპუტატებთან ერთად მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც საქართველოში, შესაძლოა, გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლა და გამრავლება აიკრძალოს, განაცხადა სააგენტოს მთავარმა იურისტმა კახაბერ იოსელიანმა.ბოლო დროს საქართველოში გარკვეული ჯიშის ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები გახშირდა, რამაც პანიკა გამოიწვია.მისი თქმით, ამჟამად პროექტის ავტორები მუშაობენ იმ კონკრეტული ჯიშების ნუსხაზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს აგრესიულად.ამავე დროს მან აღნიშნა, რომ აკრძალვის დაწესების შემთხვევაში ის არ შეეხება მათ, ვისაც უკვე ჰყავს ამ ჯიშის ძაღლები.„თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს ან დააძინოს. ეს შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება“, – განაცხადა იოსელიანმა.კიდევ ერთი სიახლე იქნება ის, რომ აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდება.იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ამ დროისათვის არ არსებობს ერთიანი კანონმდებლობა, რომელიც ცხოველთა გასეირნებას ეხება, და, მისი თქმით, ახალი კანონი ამ პრობლემას გადაჭრის.ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივას ეთანხმება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც აგრესიული ჯიშის ძაღლების საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენა.„პიტბულმა რუსთავში ორი ადამიანი დაგლიჯა, ხელვაჩაურში იმავე დღეს ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა, ოთხი ადამიანი დაგლიჯა მანამდე კიდევ პიტბულმა ვარკეთილში, ასეთი ფაქტი მოხდა ოქროსუბანშიც. არ მინდა ვინმეს წაქეზება, მე თვითონ ძაღლი მყავს და ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის ნებაზე მიშვებული პრობლემა. რაღაც კონტროლი, რეგულაცია არის საჭირო“, – განაცხადა ელისაშვილმა.თბილისში დღის საათებში ძაღლის გასეირნება ალიკაპისა და საბელის გარეშე აკრძალულია, ხოლო საღამოს და დილის საათებში დაშვებულია ძაღლის გასეირნება მხოლოდ ალიკაპით. ამასთან პარკებსა და საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლი არ უნდა იყოს თავისუფლად გაშვებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/06/249153646_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_4e544cc90a77c2374f16fd1f9ced0602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საქართველოში შესაძლოა გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს
19:12 18.10.2022 (განახლებულია: 22:36 18.10.2022) ბოლო დროს საქართველოში გარკვეული ჯიშის ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები გახშირდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პარლამენტის დეპუტატებთან ერთად მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც საქართველოში, შესაძლოა, გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლა და გამრავლება აიკრძალოს, განაცხადა სააგენტოს მთავარმა იურისტმა კახაბერ იოსელიანმა.
ბოლო დროს საქართველოში გარკვეული ჯიშის ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები გახშირდა, რამაც პანიკა გამოიწვია.
„მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი“, – განაცხადა იოსელიანმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამჟამად პროექტის ავტორები მუშაობენ იმ კონკრეტული ჯიშების ნუსხაზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს აგრესიულად.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ აკრძალვის დაწესების შემთხვევაში ის არ შეეხება მათ, ვისაც უკვე ჰყავს ამ ჯიშის ძაღლები.
„თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს ან დააძინოს. ეს შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება“, – განაცხადა იოსელიანმა.
კიდევ ერთი სიახლე იქნება ის, რომ აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდება.
იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ამ დროისათვის არ არსებობს ერთიანი კანონმდებლობა, რომელიც ცხოველთა გასეირნებას ეხება, და, მისი თქმით, ახალი კანონი ამ პრობლემას გადაჭრის.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, რომ გარკვეულ საათებში მოხდეს გასეირნება ალიკაპით და საბელით, მათ შორის, გადაადგილება კონტეინერით“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივას ეთანხმება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც აგრესიული ჯიშის ძაღლების საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენა.
„პიტბულმა რუსთავში ორი ადამიანი დაგლიჯა, ხელვაჩაურში იმავე დღეს ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა, ოთხი ადამიანი დაგლიჯა მანამდე კიდევ პიტბულმა ვარკეთილში, ასეთი ფაქტი მოხდა ოქროსუბანშიც. არ მინდა ვინმეს წაქეზება, მე თვითონ ძაღლი მყავს და ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის ნებაზე მიშვებული პრობლემა. რაღაც კონტროლი, რეგულაცია არის საჭირო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
თბილისში დღის საათებში ძაღლის გასეირნება ალიკაპისა და საბელის გარეშე აკრძალულია, ხოლო საღამოს და დილის საათებში დაშვებულია ძაღლის გასეირნება მხოლოდ ალიკაპით. ამასთან პარკებსა და საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლი არ უნდა იყოს თავისუფლად გაშვებული.