მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებაზე აშშ და მისი მოკავშირეები, სავარაუდოდ, დღეს შეთანხმდებიან, იუწყება Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ერთ ბარელზე დაახლოებით 60 დოლარის დაწესებაზე მსჯელობენ, თუმცა ზედა ზღვრულ ფასად შესაძლოა 70 დოლარიც დადგინდეს. „დიდი შვიდეულისა“ და ავსტრალიის ეს გადაწყვეტილება 5 დეკემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში.
ტანკერებით იმპორტირებული რუსული ნავთობის შესყიდვაზე ზღვრული ფასის დაწესების იდეა რამდენიმე თვის წინ წამოაყენა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა. მისი მიზანია შეუმციროს კრემლს ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ისე, რომ რუსეთს ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტიმული შეუნარჩუნდეს. მოსალოდნელია, რომ ფასების დონე დროთა განმავლობაში დარეგულირდეს.
დასავლეთის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასის გაკონტროლებას დადგენილზე მაღალ ფასში შეძენილი ნავთობის საზღვაო გადაზიდვების დაზღვევის, დაფინანსებისა და გადაზიდვის აკრძალვის მეშვეობით გეგმავენ. გემებს, რომლებიც აკრძალვის დარღვევაში იქნებიან მხილებული, სამი თვით ჩამოერთმევათ ტვირთების დაზღვევის შესაძლებლობა. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განმარტებებშია ნათქვამი, სანქციებს დაექვემდებარებიან მხოლოდ ის გემთმფლობელები, რომლებიც შეგნებულად დაარღვევენ აკრძალვას.
ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გეგმა ვერ იმუშავებს. აშშ-ის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ახლახან მას „სასაცილო“ უწოდა.
მოსკოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ნავთობს დასავლეთის მიერ ნაკარნახევი ფასებით არ გაყიდის. თუმცა, როგორც Wall Street Journal წერს, ვაშინგტონი ამ განცხადებას კრემლის ბლეფად მიიჩნევს.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან რუსულ ნავთობზე ლიმიტირებული ფასის დაწესებაზე, 5 დეკემბრიდან ევროპული სანქციები ამოქმედდება, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირების დაფინანსებისა და დაზღვევის აკრძალვას ითვალისწინებს. თეთრი სახლი შიშობს, რომ ამან შესაძლოა ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.
წყარო: Wall Street Journal
ყველა ახალი ამბავი
0