https://sputnik-georgia.com/20221123/rustavshi-dasaqmebis-porumi-gaimarta-272403295.html
რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართა
რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართა
Sputnik საქართველო
დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად ტარდება. 23.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-23T17:36+0400
2022-11-23T17:36+0400
2022-11-23T21:13+0400
საქართველო
რუსთავი
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151786_109:0:2182:1166_1920x0_80_0_0_22a6d67c827b06d6ffde3cfc53bb0cc6.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსთავში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, ფორუმზე 800-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.ღონისძიება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერიის ჩართულობით, ასევე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” მხარდაჭერით გაიმართა.რა რაოდენობის ხელფასს იღებენ საქართველოს მოქალაქეები – ახალი კვლევა>>>დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ–დეკემბერში კიდევ ორი დასაქმების ფორუმია ჩანიშნული. კერძოდ, შემდეგი ფორუმი 29 ნოემბერს თბილისში (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის – ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი), 9 დეკემბერს კი გორში გაიმართება.ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151786_368:0:1923:1166_1920x0_80_0_0_8e5c7cebc20130374cedd04248da1b25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსთავი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსთავი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსთავში დასაქმების ფორუმი გაიმართა
17:36 23.11.2022 (განახლებულია: 21:13 23.11.2022) დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად ტარდება.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსთავში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმზე 800-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.
ღონისძიება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერიის ჩართულობით, ასევე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” მხარდაჭერით გაიმართა.
დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ–დეკემბერში კიდევ ორი დასაქმების ფორუმია ჩანიშნული. კერძოდ, შემდეგი ფორუმი 29 ნოემბერს თბილისში (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის – ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი), 9 დეკემბერს კი გორში გაიმართება.
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.