რა რაოდენობის ხელფასს იღებენ საქართველოს მოქალაქეები - ახალი კვლევა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ყოველთვიური ხელფასი 9,6 ათას ლარზე მეტი მიიღეს, 28,1%-ით გაიზარდა.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის ოქტომბერში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასის ოდენობა თვეში 9,6 ათას ლარს აღემატება, ნათქვამია დასაქმების ტრეკერში, რომელიც კვლევითმა ცენტრმა PMCresearch მოამზადა.
ცენტრის მონაცემებით, იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ყოველთვიურ ხელფასად 9,6 ათას ლარზე მეტი მიიღეს, 28,1%-ით გაიზარდა 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 52,6%-ით – 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვეში 9,6 ათას ლარზე მეტს გამოიმუშავებენ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 1,6%-ს შეადგენს.
კვლევის თანახმად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ ყოველთვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,4%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,7%-ით გაიზარდა.
© Sputnikსაშუალო ხელფასი საქართველოში
საშუალო ხელფასი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
საშუალო ხელფასი საქართველოში
2022 წლის ოქტომბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიურ ხელფასს, საერთო რაოდენობის 22,5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
გარდა ამისა, 3,7 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2.400 ლარზე მეტ ყოველთვიურ ხელფასს. მათი რაოდენობა 18,3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,7%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,4%-ით მეტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0