კორონავირუსი საქართველოში: ჯანდაცვის უწყება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
გრიპის საწინააღმდეგო აცრის უფასოდ ჩატარება მოქალაქეებს 30 ნოემბრამდე შეუძლიათ.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ცირკულირებს სეზონური ვირუსები, მათ შორის COVID-19-ის წილი 2%-ს შეადგენს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსი არ გააქტიურებულა, პირიქით – ქვეყანაში მკაფიოდაა გამოხატული დაღმავალი ტალღა.

„კორონავირუსის შემთხვევები არის მცირე – 100-150 შემთხვევა დღეში. ტესტირებები გრძელდება, დადებითობის მაჩვენებელი 2%-ია. მთელ ამ მოძრაობაში კორონავირუსი 2%-ს შეადგენს, დანარჩენი არის სხვა ვირუსები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაშიც ცირკულირებს. თუმცა, მათი რაოდენობა ახლა მეტია", – განაცხადა გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, ის ოჯახის ექიმმა უნდა გასინჯოს. ავადობის პერიოდში პაციენტი უნდა დარჩეს სახლში და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
რაც შეეხება თანმდევი ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, ისინი უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ავადმყოფობის შემთხვევაში მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რა სიმპტომებით ხასიათდება ე.წ. ჰონკონგის ვირუსი>>>
გაბუნიას თქმით, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების გართულების რისკი 1%-ს არ აღემატება. თუ ადამიანს არ აქვს თანმხლები დაავადებები, ამ მდგომარეობის გაუარესების ალბათობა ძალზე მცირეა.
„აუცილებელია სიფრთხილე. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო აცრა და ასევე დაიცვან ჰიგიენის წესები“, – განაცხადა გაბუნიამ.
გრიპის საწინააღმდეგო აცრის უფასოდ ჩატარება მოქალაქეებს 30 ნოემბრამდე შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0