რა სიმპტომებით ხასიათდება ე.წ. ჰონკონგის ვირუსი

© AP Photo / Omar Marquesკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გრიპის შემთხვევების პიკს დეკემბერ-იანვარში ელოდებიან, ამავე პერიოდში მოსალოდნელია „ომიკრონის“ შტამის გავრცელებაც.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კუნთების ტკივილი, ტემპერატურა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი – საქართველოში გავრცელებული ე.წ. ჰონკონგის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ისაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.
აღნიშნული ვირუსი სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით მწვავედ ვითარდება, განსაკუთრებით ბავშვებში, და ხანგრძლივი ავადობით ხასიათდება.

„გამოხატულია ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება... ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკი დგება ახლა და დეკემბერ-იანვარში გაგრძელდება", – განაცხადა ბულეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში ყველაზე მეტად რინოვირუსები და რესპირატორული ვირუსებია გავრცელებული.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, სეზონური ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება წინა წლებისგან.
რომელი ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში?>>>
H3N2 ტიპის ვირუსი პაციენტების 5%-ს დაუფიქსირდა, H2N2 კი შემთხვევების 2%-ში გამოვლინდა. ამასთან, ჯანდაცვის უწყებაში ასევე უარყვეს ე.წ. ჰონკონგის ვირუსის თითქოსდა ფართომასშტაბიანი გავრცელების თაობაზე ინფორმაცია.
როგორც უწყებაში განმარტეს, ვირუსის ეპიდემია 1968 წელს იყო და მას შემდეგ მისი მასობრივი გავრცელება მსოფლიოში არსად ყოფილა, შესაბამისად, განგაშის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი უცვლელია – სოციალური დისტანცია, ხელების ჰიგიენა. გაბუნია მშობლებს მოუწოდებს, არ გაუშვან სკოლაში ბავშვები, რომელთაც ვირუსი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0