https://sputnik-georgia.com/20221123/davitashvili-stumartmokvareoba-saqartvelos-zlieri-mxarea-272402031.html
დავითაშვილი: სტუმართმოყვარეობა საქართველოს ძლიერი მხარეა
დავითაშვილი: სტუმართმოყვარეობა საქართველოს ძლიერი მხარეა
Sputnik საქართველო
ITB Berlin – უმნიშვნელოვანესი ტურისტული ფორუმია. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება გერმანიის დედაქალაქში, უდიდესი საგამოფენო კომპლექსის „მესებერლინის“... 23.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-23T16:26+0400
2022-11-23T16:26+0400
2022-11-23T20:41+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272396487_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8e0b62c92472d54849a0e40681ed235f.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სტუმართმოყვარეობა ქართველების უძლიერესი მხარეა და ეს არის მთავარი თემა და მიმართულება, რომელიც 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს, როგორც ITB Berlin 2023-ის გამოფენის მასპინძელი ქვეყნის კონცეფცია და ქვეყნის ახალი საიმიჯო ვიდეოს პრეზენტაცია სახელწოდებით „სტუმარი“.მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა ITB Berlin 2023-ის გამოფენაში ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას მისცემს.დავითაშვილმა საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანა საუკეთესო მხრიდან წარმოჩინდეს და მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ქართული სტუმართმოყვარეობა საერთაშორისო მასშტაბის დასამახსოვრებელი მოვლენა გახდეს.„დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი მდიდარი კულტურის, ბუნებისა და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზიარებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მრავალი საინტერესო თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნა მინისტრმა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნობრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედიადაფარვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალმილიონიან ტელემაყურებელს.ქვრივიშვილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვადრატული მეტრი ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურისტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს. მინისტრის მოადგილემ სექტორს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა.ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. გამოფენის სტენდებსა და დარბაზებში წარმოდგენილი არიან ტურისტული ოპერატორები, დაჯავშნის სისტემები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ობიექტები, ავტოტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ტურისტული სერვისები.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272396487_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4532bd1aa216364e4c7503cd535a8b90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, გერმანია , ახალი ამბები
დავითაშვილი: სტუმართმოყვარეობა საქართველოს ძლიერი მხარეა
16:26 23.11.2022 (განახლებულია: 20:41 23.11.2022) ITB Berlin – უმნიშვნელოვანესი ტურისტული ფორუმია. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება გერმანიის დედაქალაქში, უდიდესი საგამოფენო კომპლექსის „მესებერლინის“ ტერიტორიაზე.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სტუმართმოყვარეობა ქართველების უძლიერესი მხარეა და ეს არის მთავარი თემა და მიმართულება, რომელიც 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს, როგორც ITB Berlin 2023-ის გამოფენის მასპინძელი ქვეყნის კონცეფცია და ქვეყნის ახალი საიმიჯო ვიდეოს პრეზენტაცია სახელწოდებით „სტუმარი“.
„მჯერა, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს ჩვენს სტუმარმასპინძლობას. სწორედ ამ კონცეფციით მომზადდა ახალი ვიდეორგოლი სახელწოდებით „სტუმარი“. ამ ვიდეორგოლს, რა თქმა უნდა, ITB Berlin-პლატფორმაზეც გამოვიყენებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად ბევრი სტუმრის მასპინძლები ვიქნებით ჩვენს უნიკალურ ქვეყანაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა ITB Berlin 2023-ის გამოფენაში ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას შემდგომი განვითარების ღირებულ შესაძლებლობას მისცემს.
დავითაშვილმა საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანა საუკეთესო მხრიდან წარმოჩინდეს და მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ქართული სტუმართმოყვარეობა საერთაშორისო მასშტაბის დასამახსოვრებელი მოვლენა გახდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი მდიდარი კულტურის, ბუნებისა და ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზიარებას და ამავდროულად ხელს შეუწყობს მრავალი საინტერესო თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნა მინისტრმა.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნობრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედიადაფარვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალმილიონიან ტელემაყურებელს.
ქვრივიშვილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვადრატული მეტრი ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურისტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრის მოადგილემ სექტორს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. გამოფენის სტენდებსა და დარბაზებში წარმოდგენილი არიან ტურისტული ოპერატორები, დაჯავშნის სისტემები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ობიექტები, ავტოტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ტურისტული სერვისები.