ბათუმში 14 წლის გოგოს ცემის გამო მოზარდის მამა დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს.
შვილზე ძალადობის შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 22 ნოემბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.
მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო (სექსუალური ხასიათის დანაშაული და ოჯახში ძალადობა).
ჯერჯერობით დაკავებული არ არის კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავე, 25 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც გამოძიება სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მამა ფიზიკურად მასაც გაუსწორდა.
ყველა ახალი ამბავი
0