მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქარხანაში გაჩენილ ცეცხლს 36 კაცი ემსხვერპლა - ვიდეო

© photo: Sputnik / Jordy Boixareu / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ჰენანის სამკერვალო ქარხანაში, რომელიც კომპანია Kaixinda Trading Co Ltd-ს ეკუთვნის, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი CGTN.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ორი ​​ადამიანი, ორი კი დაკარგულად ითვლება.
ხანძარი ორშაბათს, ადგილობრივი დროით 16:22 საათზე დაიწყო. ადგილზე 60 მეხანძრე და 200-ზე მეტი მაშველი მუშაობდა. ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0