https://sputnik-georgia.com/20221122/parlamenti-vs-jandacvis-saministro-rogori-sefutvit-gaiyideba-tambaqo-axali-wlidan-272352411.html
პარლამენტი VS ჯანდაცვის სამინისტრო: როგორი შეფუთვით გაიყიდება თამბაქო ახალი წლიდან
პარლამენტი VS ჯანდაცვის სამინისტრო: როგორი შეფუთვით გაიყიდება თამბაქო ახალი წლიდან
Sputnik საქართველო
ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე. 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T09:44+0400
2022-11-22T09:44+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24727/33/247273388_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_73b71503de381063dc1f16deaac161c0.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის შესახებ ნორმის ამოქმედების 2024 წლამდე გადადებას ითვალისწინებს.ახალი ნორმები, რომლებიც არეგულირებს თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის რეალიზაციას ან დახლებზე განთავსებას, მოქმედი კანონის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც კანონის ნორმის ამოქმედებას ორი წლით გვიან – 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს.თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ნორმის ამოქმედების გადატანას ეწინააღმდეგება. სამინისტროს აზრით, ნორმის ამოქმედების გადადებაზე საუბრები უსაფუძვლოა.რას გულისხმობს შეფუთვის ერთიანი სტანდარტიახალი სტანდარტების მიხედვით, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა.ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24727/33/247273388_146:0:2817:2003_1920x0_80_0_0_137f68f5e96c6378c32003519094671d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ექიმის რჩევები
პარლამენტი VS ჯანდაცვის სამინისტრო: როგორი შეფუთვით გაიყიდება თამბაქო ახალი წლიდან
09:44 22.11.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის შესახებ ნორმის ამოქმედების 2024 წლამდე გადადებას ითვალისწინებს.
ახალი ნორმები, რომლებიც არეგულირებს თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის რეალიზაციას ან დახლებზე განთავსებას, მოქმედი კანონის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც კანონის ნორმის ამოქმედებას ორი წლით გვიან – 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს ერთი ქარხნის ნაცვლად ახლა უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა. აღნიშნული უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა ისკო დასენმა.
თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ნორმის ამოქმედების გადატანას ეწინააღმდეგება. სამინისტროს აზრით, ნორმის ამოქმედების გადადებაზე საუბრები უსაფუძვლოა.
რას გულისხმობს შეფუთვის ერთიანი სტანდარტი
ახალი სტანდარტების მიხედვით, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა.
ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.