https://sputnik-georgia.com/20221121/123-devnil-ojaxs-sacxovrebeli-binebi-gadaecema-272348137.html
123 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა
123 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა
Sputnik საქართველო
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 27 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა. 21.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-21T19:50+0400
2022-11-21T19:50+0400
2022-11-21T21:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 123 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი (90,6 ათასზე მეტი ოჯახი) ცხოვრობს.დევნილებს ბინები საკუთრებაში თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და ხაშურში გადაეცემა.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.წყარო - მთავრობის პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში
123 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა
19:50 21.11.2022 (განახლებულია: 21:25 21.11.2022) 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 27 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 123 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი (90,6 ათასზე მეტი ოჯახი) ცხოვრობს.
დევნილებს ბინები საკუთრებაში თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და ხაშურში გადაეცემა.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.