მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ბულგარეთში მოლდოვის მოქალაქეები დაკავეს

© photo: Sputnik / Ruslan Shalapuda / გადასვლა მედიაბანკშიკიშინიევი. მოედანი რესპუბლიკის სასახლის წინ
კიშინიევი. მოედანი რესპუბლიკის სასახლის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2022
გამოწერა
ტერაქტთან კავშირში მყოფი ბულგარეთში დაკავებული ხუთიდან სამი ეჭვმიტანილი მოლდოვის მოქალაქეა
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ბულგარეთში დაკავებული სამი პირი, რომლებიც თურქეთში მომხდარ ტერაქტთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი, მოლდოვის მოქალაქეები არიან, დაადასტურეს მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროში.
მანამდე ტელეარხი Nova იუწყებოდა, რომ სტამბულში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული ხუთი პირი ბულგარეთში დააკავეს, აქედან სამი მოლდოვის მოქალაქეა.
თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყი და სირია დაბომბა >>
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მედიაში მოლდოვის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამინისტრო მყისვე დაუკავშირდა ბულგარეთის ხელისუფლებას სოფიაში მოლდოვის საელჩოს მეშვეობით და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იუწყება Sputnik-მოლდოვა.
„ამგვარად, დასტურდება, რომ სამი დაკავებული პირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ დიპმისიის წარმომადგენლები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას და ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებენ“, - აღნიშნეს უწყებაში.
სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ უწყება მზადაა ინფორმაციის ეფექტური გაცვლისთვის ქვეყნების სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს, დაზვერვის სამსახურებს შორის ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, უცხოელი ბოევიკების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0