https://sputnik-georgia.com/20221120/saqartvelosi-myofi-yazaxetis-moqalaqeebi-saprezidento-arcevnebsi-monawileoben-272318884.html
საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ
საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ
Sputnik საქართველო
ყაზახეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა 277-ე საარჩევნო უბანზე, ლვოვის ქუჩა #77-ში შეუძლიათ 20.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-20T13:28+0400
2022-11-20T13:28+0400
2022-11-20T13:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272317934_0:169:1600:1069_1920x0_80_0_0_387075b99c2ede029068a429c2365523.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მყოფ ყაზახეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში - ხმის მიცემა თბილისში მდებარე საელჩოში მიმდინარეობს.ყაზახეთის პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გარდა, ესინი არიან დეპუტატი კარაკატ აბდენი, ნაციონალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის (NSDP) წარმომადგენელი ნურლან აუესბაევი, ყაზახ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჟიგული დაირაბაევი, პროფკავშირების მიერ წარდგენილი ეკონომისტ-თეორეტიკოსი მეირამ კაჟიკენი და უფლებადამცველი სალტანატ ტურსინბეკოვა.ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს >>ყაზახეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა 277-ე საარჩევნო უბანზე, ლვოვის ქუჩა #77-ში შეუძლიათ. უბანი 20:00 საათამდე იმუშავებს. ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ ყაზახეთის მოქალაქის პასპორტი.ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მანამდე მან ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზრდება. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272317934_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_9ed514f495d5b8d8ed070e32f35b4ac1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, თბილისი დღეს
საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ
ყაზახეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა 277-ე საარჩევნო უბანზე, ლვოვის ქუჩა #77-ში შეუძლიათ
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მყოფ ყაზახეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში - ხმის მიცემა თბილისში მდებარე საელჩოში მიმდინარეობს.
ყაზახეთის პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გარდა, ესინი არიან დეპუტატი კარაკატ აბდენი, ნაციონალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის (NSDP) წარმომადგენელი ნურლან აუესბაევი, ყაზახ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჟიგული დაირაბაევი, პროფკავშირების მიერ წარდგენილი ეკონომისტ-თეორეტიკოსი მეირამ კაჟიკენი და უფლებადამცველი სალტანატ ტურსინბეკოვა.
ყაზახეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა 277-ე საარჩევნო უბანზე, ლვოვის ქუჩა #77-ში შეუძლიათ. უბანი 20:00 საათამდე იმუშავებს. ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ ყაზახეთის მოქალაქის პასპორტი.
ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მანამდე მან ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზრდება. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.