https://sputnik-georgia.com/20221120/yazaxetsi-vadamdeli-saprezidento-arcevnebi-mimdinareobs-272317825.html
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ყაზახეთში საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს. 20.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-20T11:57+0400
2022-11-20T11:57+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ყაზახეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272316233_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a24ded90a4011c2e8e402755e81b3894.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ყაზახეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.საერთო ჯამში, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია, მათმა უმრავლესობამ მუშაობა დილის 7 საათზე (თბილისის დროით 5 საათზე) დაიწყო. ხმის მიცემა დასრულდება 20:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე). საარჩევნო უბნები უცხოეთშიც გაიხსნა.პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის სახელმწიფოს მოქმედი მეთაური კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. ხმის მიცემის ბიულეტენი ასევე შეიცავს პუნქტს „ყველას წინააღმდეგ“.არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გამოქვეყნებისთვის, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული პრეზიდენტის რეგისტრაციისთვის შვიდი დღეა გათვალისწინებული.ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მანამდე მან ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზრდება. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272316233_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_6ab528779399fa380724072f1c3c0d0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ყაზახეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ყაზახეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
11:57 20.11.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ყაზახეთში საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ყაზახეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საერთო ჯამში, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია, მათმა უმრავლესობამ მუშაობა დილის 7 საათზე (თბილისის დროით 5 საათზე) დაიწყო. ხმის მიცემა დასრულდება 20:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე). საარჩევნო უბნები უცხოეთშიც გაიხსნა.
პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის სახელმწიფოს მოქმედი მეთაური კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. ხმის მიცემის ბიულეტენი ასევე შეიცავს პუნქტს „ყველას წინააღმდეგ“.
არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გამოქვეყნებისთვის, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული პრეზიდენტის რეგისტრაციისთვის შვიდი დღეა გათვალისწინებული.
ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მანამდე მან ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზრდება. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.