https://sputnik-georgia.com/20221120/saqartvelosi-drg-is-dabruneba-sesazloa-wlis-bolostvis-2-mlrd-lars-gadaawarbebs-272317158.html
საქართველოში დღგ-ის დაბრუნებამ შესაძლოა წლის ბოლოსთვის 2 მილიარდ ლარს გადააჭარბოს
საქართველოში დღგ-ის დაბრუნებამ შესაძლოა წლის ბოლოსთვის 2 მილიარდ ლარს გადააჭარბოს
Sputnik საქართველო
დღგ-ის დაბრუნება ეხება ძირითადად საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების... 20.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-20T10:59+0400
2022-11-20T10:59+0400
2022-11-20T12:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო ბიზნესს დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარის ოდენობის გადახდილი დღგ-ის ზედმეტობას დაუბრუნებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადების გადამხდელებს შეუძლიათ მთლიანად აინაზღაურონ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დროს წარმოშობილი ზედმეტობა, რომლის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური – თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.მისი თქმით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.მინისტრის განმარტებით, დღგ-ის დაბრუნება ეხება ძირითადად საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ძირითადად ინვესტორი და ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან ხდება დღგ-ის დიდი ნაწილის აკუმულირება.ხუციშვილის თქმით, დღგ-ის დაბრუნების პრაქტიკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა გადასახადების კუთხით. მან აღნიშნა, რომ რეფორმამდე დაბრუნების თანხა საშუალოდ 150-180 მლნ ლარს შეადგენდა.2021 წლის განმავლობაში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემით ბიზნესში საერთო ჯამში 1,93 მილიარდი ლარი დაბრუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველოში დღგ-ის დაბრუნებამ შესაძლოა წლის ბოლოსთვის 2 მილიარდ ლარს გადააჭარბოს
10:59 20.11.2022 (განახლებულია: 12:32 20.11.2022) დღგ-ის დაბრუნება ეხება ძირითადად საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო ბიზნესს დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარის ოდენობის გადახდილი დღგ-ის ზედმეტობას დაუბრუნებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადების გადამხდელებს შეუძლიათ მთლიანად აინაზღაურონ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დროს წარმოშობილი ზედმეტობა, რომლის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური – თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში დავაბრუნებდით ორ მილიარდ ლარზე მეტს. ამ სტატისტიკით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური დაბრუნება იქნება დაახლოებით 2,2 მილიარდი ლარის ფარგლებში. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 1,8 მილიარდი ლარი“, - განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
მინისტრის განმარტებით, დღგ-ის დაბრუნება ეხება ძირითადად საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ძირითადად ინვესტორი და ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან ხდება დღგ-ის დიდი ნაწილის აკუმულირება.
ხუციშვილის თქმით, დღგ-ის დაბრუნების პრაქტიკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა გადასახადების კუთხით. მან აღნიშნა, რომ რეფორმამდე დაბრუნების თანხა საშუალოდ 150-180 მლნ ლარს შეადგენდა.
„წლევანდელი 10 თვის მონაცემები, რეფორმამდე არსებული პერიოდის 10 წლის მონაცემზეც მეტია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
2021 წლის განმავლობაში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემით ბიზნესში საერთო ჯამში 1,93 მილიარდი ლარი დაბრუნდა.