რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები

© AP Photo / Brennan Linsley
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2022
გამოწერა
მარიხუანის შენახვისა და შეძენის ყველაზე ბევრი ფაქტი თბილისში დაფიქსირდა
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში მარიხუანის მცირე დოზებით შეძენა–შენახვა–გადაზიდვისთვის საქართველოში 869 ადამიანი დაჯარიმდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
შსს-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა 873 მსგავსი ფაქტი გამოავლინეს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 869 ადამიანს დაეკისრა, მათგან 6 ქალია, ნათქვამია განცხადებაში.
მარიხუანის შენახვისა და შეძენის ყველაზე ბევრი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში (347), აჭარასა (196) და მცხეთა-მთიანეთში (76).
რეგიონებში დაჯარიმებულ პირთა ძირითადი ნაწილი 18-დან 25 წლამდეა, თბილისში კი 26-დან 40 წლამდე.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში პოლიციამ მარიხუანის მოხმარებისა და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის 49 ადამიანი დააჯარიმა, აქედან 13 - თბილისში.
© Pixabay / Xtipკანაბისი, კანაფი, ანუ მარიხუანა
კანაბისი, კანაფი, ანუ მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2022
კანაბისი, კანაფი, ანუ მარიხუანა
დღეისათვის მარიხუანის მოხმარება დაშვებულია მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, თუ სახლში არ იმყოფება არასრულწლოვანი პირი.
მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და 800-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარება აკრძალულია 21 წლამდე პირებისთვის. აღნიშნული დანაშაული ასევე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარება იკრძალება სამსახურშიც. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმას.
ყველა ახალი ამბავი
0