https://sputnik-georgia.com/20221120/penitenciurma-samsaxurma-saakasvilis-mowamvlis-sesaxeb-informacia-uaryo-272319844.html
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია უარყო
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია უარყო
Sputnik საქართველო
პენიტენციურმა სამსახურმა მოუწოდა ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ 20.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-20T16:21+0400
2022-11-20T16:21+0400
2022-11-20T16:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შაბათს სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდა. ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ახსენა მძიმე მეტალები, მათ შორის ვერცხლისწყალი. მათი თქმით, დეტალებს მომავალი კვირის დასაწყისში გაასაჯაროებენ.დღეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა აქცია „თავისუფლება მიშას“. აქციის ორგანიზატორი იყო ექს-პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი. სააკაშვილის მომხრეები და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეერყა.სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. საავადმყოფოში ჯანმრთელობის მორიგი გაუარესების შემდეგ მოხვდა.ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ „ის დაავადებები, რომლებიც სააკაშვილს პატიმრობაში განუვითარდა, შეუთავსებელია სასჯელის მოხდასთან“. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტის დედამ დააზუსტა, რომ ერთ-ერთი დიაგნოზი დემენციაა.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.ვერცხლისწყალი სააკაშვილის სისხლში: ადვოკატები მოწამვლაზე საუბრობენ >>სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია უარყო
პენიტენციურმა სამსახურმა მოუწოდა ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შაბათს სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდა. ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ახსენა მძიმე მეტალები, მათ შორის ვერცხლისწყალი. მათი თქმით, დეტალებს მომავალი კვირის დასაწყისში გაასაჯაროებენ.
„მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა აქცია „თავისუფლება მიშას“. აქციის ორგანიზატორი იყო ექს-პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი. სააკაშვილის მომხრეები და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეერყა.
სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. საავადმყოფოში ჯანმრთელობის მორიგი გაუარესების შემდეგ მოხვდა.
ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ „ის დაავადებები, რომლებიც სააკაშვილს პატიმრობაში განუვითარდა, შეუთავსებელია სასჯელის მოხდასთან“. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტის დედამ დააზუსტა, რომ ერთ-ერთი დიაგნოზი დემენციაა.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.