https://sputnik-georgia.com/20221119/vercxlis-wyali-saakasvilis-sisxlsi-advokatebi-mowamvlaze-saubroben-272312340.html
ვერცხლისწყალი სააკაშვილის სისხლში: ადვოკატები მოწამვლაზე საუბრობენ
ვერცხლისწყალი სააკაშვილის სისხლში: ადვოკატები მოწამვლაზე საუბრობენ
Sputnik საქართველო
სააკაშვილის მომხრეები და ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვენ 19.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-19T21:25+0400
2022-11-19T21:25+0400
2022-11-19T21:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407830_0:31:1400:819_1920x0_80_0_0_734107f6138c41d829b3df82093ebc7a.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს, მათ შორის ვერცხლისწყალი, განაცხადა მისმა დედამ, გიული ალასანიამ.სააკაშვილის მომხრეები და ოჯახის წევრები ითხოვენ მის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეერყა.მისი თქმით, მძიმე მეტალები ორგანიზმში მხოლოდ ხელოვნური გზით მოხვდებოდნენ.„მხოლოდ ხელოვნურად, იმიტომ რომ ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის, თავად ვერ გადაყლაპავდა“, - აღნიშნა ალასანიამ.სააკაშვილის ადვოკატები კი ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა მოწამლეს.ამასთან მან აღნიშნა, რომ თუ სიმპტომები კლინიკაში ყოფნის დროს გამოვლინდა, ამაზე პასუხს კლინიკა აგებს.სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან იმყოფება. საავადმყოფოში ჯანმრთელობის მორიგი გაუარესების შემდეგ მოხვდა.ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ „ის დაავადებები, რომლებიც სააკაშვილს პატიმრობაში განუვითარდა, შეუთავსებელია სასჯელის მოხდასთან“. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტის დედამ დააზუსტა, რომ ერთ-ერთი დიაგნოზი დემენციაა.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407830_72:0:1239:875_1920x0_80_0_0_63cb5e2f4f5b5fa20b71b31294032c30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ვერცხლისწყალი სააკაშვილის სისხლში: ადვოკატები მოწამვლაზე საუბრობენ
21:25 19.11.2022 (განახლებულია: 21:26 19.11.2022) სააკაშვილის მომხრეები და ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვენ
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლში მძიმე მეტალები აღმოაჩინეს, მათ შორის ვერცხლისწყალი, განაცხადა მისმა დედამ, გიული ალასანიამ.
სააკაშვილის მომხრეები და ოჯახის წევრები ითხოვენ მის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეერყა.
„სისხლში ვერცხლისწყალი იყო, ჩამონათვალია იქ რა შეიძლება გამოიწვიოს ვერცხლისწყლის გარკვეულმა ნორმამ, შემდეგ არის ბარიუმი, თალიუმი. როგორ მოხვდა (ორგანიზმში - რედ.) ეს უცნობია“, - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, მძიმე მეტალები ორგანიზმში მხოლოდ ხელოვნური გზით მოხვდებოდნენ.
„მხოლოდ ხელოვნურად, იმიტომ რომ ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის, თავად ვერ გადაყლაპავდა“, - აღნიშნა ალასანიამ.
სააკაშვილის ადვოკატები კი ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა მოწამლეს.
„ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“, - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ თუ სიმპტომები კლინიკაში ყოფნის დროს გამოვლინდა, ამაზე პასუხს კლინიკა აგებს.
სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან იმყოფება. საავადმყოფოში ჯანმრთელობის მორიგი გაუარესების შემდეგ მოხვდა.
ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ „ის დაავადებები, რომლებიც სააკაშვილს პატიმრობაში განუვითარდა, შეუთავსებელია სასჯელის მოხდასთან“. მოგვიანებით ექს-პრეზიდენტის დედამ დააზუსტა, რომ ერთ-ერთი დიაგნოზი დემენციაა.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.