ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerქართული ნუგბარი
ქართული ნუგბარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2022
გამოწერა
ფესტივალზე მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებაა წარმოდგენილი.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ბათუმში, ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ იმართება.
ფესტივალზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმი, პროდუქტი, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციები და ფოლკლორი აქვს წარმოდგენილი, რაც ადგილზე მისულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.
ფესტივალზე მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებაა წარმოდგენილი, შეკრებილთა განწყობაზე კი „კახაბერი და ხანუმები“, ასევე მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე ზრუნავენ. 19:00 საათზე ევროპის მოედანზე გალა-კომცერტი გაიმართება.
დღესასწაულის სტუმრებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერ-კლასებში, ჩურჩხელის მომზადების პროცესში და სხვ.
წელს პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახით გაცოცხლდება უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი „ფადიკო“, რომელიც ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყება და ერას მოედანზე დასრულდება.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.
ფესტივალი 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.
ყველა ახალი ამბავი
0