თბილისში იხსნება ექსპერიმენტული გამოფენა ადამიანის უფლებების შესახებ

© courtesy of Untitled Gallery TbilisiUntitled Gallery Tbilisi
Untitled Gallery Tbilisi - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2022
გამოწერა
ექსპოზიცია ეძღვნება ადამიანის უფლებების შელახვას და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექსპერიმენტული გამოფენა ადამიანის უფლებების შესახებ „თვალი“ იხსნება დღეს, 18:00 საათზე „უსახელო გალერეაში“ (Untitled Gallery).
ექსპოზიცია შეეხება ადამიანის უფლებების შელახვას და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას. გამოფენა შეიქმნა არტივიზმის სამდღიანი ვორქშოპის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში House of Reconenxtion-ში ჩატარდა.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ დამწყები და უკვე შემდგარი ხელოვანები, რომელთა უმრავლესობისთვის „თვალი" სადებიუტო გამოფენა იქნება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
გამოფენა საერთაშორისო პროექტ Shrinking Civil Spaces-ის ნაწილია, რომელიც ევროსაბჭოს და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის განხორციელებაზე Amnesty International იტალია და Human Rights Education Youth Network (HREYN) ზრუნავენ. გამოფენის ორგანიზატორია ქართული ფემინისტური მულტიმედია პლატფორმა GrlzWave.
ყველა ახალი ამბავი
0