https://sputnik-georgia.com/20221118/qartveli-masvelebi-grangma-instruqtorebma-gadaamzades-272279374.html
ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს
ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს
Sputnik საქართველო
მაშველების გადამზადების ძირითადი მიზანი სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება იყო. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T15:48+0400
2022-11-18T15:48+0400
2023-08-23T09:04+0400
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272281361_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_ef9a74113ec9c4f3558185740510385e.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა სამთო-სამაშველო მიმართულებით გადაამზადეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებს გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.„სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 15-მა მაშველმა ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული გადამზადება გაიარა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობითა და შამონის სამთო-სათხილამურო ეროვნული ცენტრის ექსპერტების დახმარებით განხორციელდა და მისი ძირითადი მიზანი იყო სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება.სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272281361_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_dfea63461f87166fdf8af06c69692e0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს
15:48 18.11.2022 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) მაშველების გადამზადების ძირითადი მიზანი სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება იყო.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ქართველი მაშველები ფრანგმა ინსტრუქტორებმა სამთო-სამაშველო მიმართულებით გადაამზადეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებს გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ.
„სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 15-მა მაშველმა ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული გადამზადება გაიარა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობითა და შამონის სამთო-სათხილამურო ეროვნული ცენტრის ექსპერტების დახმარებით განხორციელდა და მისი ძირითადი მიზანი იყო სამთო-სამაშველო ოპერაციების დახვეწა და გაუმჯობესება.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.