ქართულმა ღვინომ პოლონეთში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო გამოფენაზე
ქართული ღვინო გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ღვინოებმა ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საერთაშორისო გამოფენაში EnoExpo 2022 ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. კერძოდ:
1.
ოქრო – „მარანი საფერავი ბიო 2020“ (თელავის ღვინის მარანი);
2.
ვერცხლი – „რქაწითელი“ („შატო ნაფარეული"); „რქაწითელი ქვევრი 2019“ (კომპანია „ასკანელი"), „საფერავი 2020“ (მარანი „ელიზბარი 1918");
3.
ბრინჯაო – „მწავენე ქისი 2021“ (მარანი „ელიზბარი 1918"), „სატრაპეზო ქვევრი 2018“ (თელავის ღვინის მარანი), „მუკუზანი პრემიუმ 2019“ (კომპანია „ასკანელი"), „მარანი ბრუტი 2020" (თელავის ღვინის მარანი).
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია People PR-ის ორგანიზებით, ქართული ვაზის ჯიშის – „ქისისგან“ დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე დაესწრო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება>>
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 7 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდამ 50% შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0