https://sputnik-georgia.com/20221118/kobaxidze-saakashviltan-mimartebit-politikuri-gadawyvetilebas-ar-miigeba-272294339.html
კობახიძე: სააკაშვილთან მიმართებით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება
კობახიძე: სააკაშვილთან მიმართებით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T22:17+0400
2022-11-18T22:17+0400
2022-11-18T22:40+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ირაკლი კობახიძე
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113433_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_7247070ae03d20ff8d4a06b8b883276c.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით მიიყენა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ სამკურნალოდ.მისი თქმით, ცენტრ „ემპათიას“, რომელიც სააკაშვილის ინტერესებს ატარებს, გადაწყვეტილების მიღება სურს არა სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკური მიზნით.„არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ეს მისი პრეროგატივაა, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.როგორც ადრე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, აგრეთვე კიდევ 34 დაავადება. სააკაშვილი უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია>>>ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113433_879:0:3610:2048_1920x0_80_0_0_3453fb8c2b30b6ccf9b30890ede156be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ირაკლი კობახიძე, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ირაკლი კობახიძე, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
კობახიძე: სააკაშვილთან მიმართებით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება
22:17 18.11.2022 (განახლებულია: 22:40 18.11.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით მიიყენა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ სამკურნალოდ.
„ის შეეცადა თვითდაზიანების მიყენებით საკუთარი თავისუფლება უზრუნველეყო. ეს კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა და ერთ-ერთმა დამნაშავემ, რომელიც სასჯელს ციხეში იხდის, ეს გააკეთა. თუმცა, მსგავსი შემთხვევები არ და ვერ გახდება მსჯავრდებულის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ცენტრ „ემპათიას“, რომელიც სააკაშვილის ინტერესებს ატარებს, გადაწყვეტილების მიღება სურს არა სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკური მიზნით.
„არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ეს მისი პრეროგატივაა, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ადრე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, აგრეთვე კიდევ 34 დაავადება. სააკაშვილი უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.