https://sputnik-georgia.com/20221108/rati-bregaze-spekulacia-saakasvilis-janmrtelobis-temit-araetikuria-272029247.html
რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია
რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია
Sputnik საქართველო
როდესაც სამედიცინო დასკვნა მზად იქნება, მას ადვოკატები მიიღებენ, განაცხადა ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა. 08.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-08T18:24+0400
2022-11-08T18:24+0400
2022-11-08T21:23+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104187_0:0:1416:797_1920x0_80_0_0_df03fa789ed871fa3e156e5d9ffbffac.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობის საკითხს დაადგენს სასამართლო მას შემდეგ, რაც სამედიცინო დასკვნა იქნება წარმოდგენილი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, სამშაბათს განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც დასკვნა იქნება, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა გაირკვეს, არის თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე, რომ არ შეესაბამება სასჯელის მოხდის მიზნებს.„შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ“, – განაცხადა ბრეგაძემ.როგორც მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, აგრეთვე კიდევ 34 დაავადება. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადგენილი არ არის. სააკაშვილი უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.სააკაშვილის ადვოკატმა ექს-პრეზიდენტის სავარაუდო დიაგნოზი დაასახელა>>როდესაც სამედიცინო დასკვნა მზად იქნება, მას ადვოკატები მიიღებენ, განაცხადა თავის მხრივ „ემპათიის“ დირექტორმა.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262104187_13:0:1286:955_1920x0_80_0_0_4a6e722511b8a66548988700c6fc1fb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია
18:24 08.11.2022 (განახლებულია: 21:23 08.11.2022) როდესაც სამედიცინო დასკვნა მზად იქნება, მას ადვოკატები მიიღებენ, განაცხადა ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობის საკითხს დაადგენს სასამართლო მას შემდეგ, რაც სამედიცინო დასკვნა იქნება წარმოდგენილი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, სამშაბათს განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არის არაეთიკური... როგორც მოგეხსნებათ, ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა არავის უნახავს. ეს დასკვნა ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც დასკვნა იქნება, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა გაირკვეს, არის თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე, რომ არ შეესაბამება სასჯელის მოხდის მიზნებს.
„შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, სავარაუდოდ, დაუდგინდა დემენცია და ტუბერკულოზი, აგრეთვე კიდევ 34 დაავადება. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადგენილი არ არის. სააკაშვილი უკვე გასინჯა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა, რომლებიც ადვოკატების ინიციატივით მოიწვიეს.
როდესაც სამედიცინო დასკვნა მზად იქნება, მას ადვოკატები მიიღებენ, განაცხადა თავის მხრივ „ემპათიის“ დირექტორმა.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.