https://sputnik-georgia.com/20221118/gayinuli-rusuli-aqtivebi-272278140.html
ევროკავშირმა 68 მლრდ ევროს რუსული აქტივები გაყინა
ევროკავშირმა 68 მლრდ ევროს რუსული აქტივები გაყინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირმა 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გააყინა, წერს Politico ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T14:01+0400
2022-11-18T14:01+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
კონფლიქტები
ევროკავშირი
ევროკომისია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268746200_0:50:3072:1778_1920x0_80_0_0_8295abde0750af45080760f1318092a5.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირმა 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გააყინა, წერს Politico ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, აქტივების უმეტესი ნაწილი ბელგიაშია გაყინული – დაახლოებით 50 მილიარდი ევროს ოდენობით.გარდა ამისა, მნიშვნელოვანი წილი მოდის ლუქსემბურგზე, სადაც 5,5 მილიარდი ევროა დაბლოკილი.ამასთან დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბელგიასა და ლუქსემბურგზე, ასევე იტალიაზე, გერმანიაზე, ირლანდიაზე, ავსტრიასა და საფრანგეთზე ამ დროისათვის გაყინული რუსეთის აქტივების 90 პროცენტზე მეტი მოდის.როგორც Politico წერს, ევროკავშირმა ჯერჯერობით ზუსტად არ იცის, რუსეთის რა რაოდენობის ეროვნული რეზერვია გაყინული ევროპის ქვეყნებში. ევროკომისიის მონაცემებით, საუბარია დაახლოებით 33,8 მილიარდ ევროზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებელია და მისი დათვლა გრძელდება.რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვზე სანქციებით ზეწოლა გააძლიერეს და მისი ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი — დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ამ ქმედებებს ქურდობა უწოდა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი 2014 წლიდან იღებს „უამრავ არალეგიტიმურ და არაგონივრულ გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების ქონების გაყინვის შესახებ“.ამის პარალელურად ევროკავშირი განიხილავს ბლოკირებული რუსული სახსრების ჩამორთმევისა და უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268746200_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_41bb96831dfa95243e86eb16fe3fbd37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კონფლიქტები, ევროკავშირი , ევროკომისია, მსოფლიოს ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, კონფლიქტები, ევროკავშირი , ევროკომისია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირმა 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გააყინა, წერს
Politico ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, აქტივების უმეტესი ნაწილი ბელგიაშია გაყინული – დაახლოებით 50 მილიარდი ევროს ოდენობით.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი წილი მოდის ლუქსემბურგზე, სადაც 5,5 მილიარდი ევროა დაბლოკილი.
ამასთან დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბელგიასა და ლუქსემბურგზე, ასევე იტალიაზე, გერმანიაზე, ირლანდიაზე, ავსტრიასა და საფრანგეთზე ამ დროისათვის გაყინული რუსეთის აქტივების 90 პროცენტზე მეტი მოდის.
როგორც Politico წერს, ევროკავშირმა ჯერჯერობით ზუსტად არ იცის, რუსეთის რა რაოდენობის ეროვნული რეზერვია გაყინული ევროპის ქვეყნებში. ევროკომისიის მონაცემებით, საუბარია დაახლოებით 33,8 მილიარდ ევროზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებელია და მისი დათვლა გრძელდება.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვზე სანქციებით ზეწოლა გააძლიერეს და მისი ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი — დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ამ ქმედებებს ქურდობა უწოდა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი 2014 წლიდან იღებს „უამრავ არალეგიტიმურ და არაგონივრულ გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების ქონების გაყინვის შესახებ“.
ამის პარალელურად ევროკავშირი განიხილავს ბლოკირებული რუსული სახსრების ჩამორთმევისა და უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას.