ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტის დოლარში გაცემის წინააღმდეგია

© National Bank of Georgiaკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკას ატარებს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი წინააღმდეგია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემის ნებართვა ჰქონდეთ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია გამოვიდა ინიციატივით, რომ მათ კრედიტების გაცემის ნებართვა არა მხოლოდ ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაშიც ჰქონდეთ.

„რეგულაციის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიკროსაფინანსო ბანკებს შედარებით უფრო რბილი ზედამხედველობა აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, რომლებიც დღეს არსებობენ. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ნამდვილად არ იქნება კარგი, თუ ამის საშუალება მიეცემათ“, – განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

ეროვნული ბანკი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკას ატარებს. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი წესი, რომელიც სესხის დოლარში გაცემას კრძალავს ფიზიკური პირებისთვის – 200 ათას ლარზე ნაკლები თანხის შემთხვევაში.
საქართველოში დოლარში სესხების გაცემაზე შეზღუდვები 2017 წლის იანვარში, დედოლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაწესდა.
კობა გვენეტაძე: ვადაგასულმა კრედიტებმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია>>
დოლარიზაციის დონის შემცირება უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის კურსის რყევის შემცირების პოლიტიკას.
გარდა ამისა, როგორც ეკონომისტები განმარტავენ, რაც უფრო ნაკლებია ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მიმოქცევა, მით უფრო სტაბილურია ეროვნული ვალუტის კურსი და მეტია მისი გამყარების შანსი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0