რომელი მიმართულებებით სრულდება საქართველოდან პირდაპირი რეისები?

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
საქართველოდან საერთაშორისო ფრენები ხელმისაწვდომია ქვეყანაში მოქმედი სამი აეროპორტიდან.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან პირდაპირი ავიარეისებით გაფრენა 26 ქვეყანაშია შესაძლებელი, დაადგინეს ტურისტული სერვისის Tutu.ru-ს ანალიტიკოსებმა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო აეროპორტების განრიგის მონაცემები და Tutu.ru-ს შიდა მონაცემები.

თბილისიდან შესაძლებელია ფრენა უზბეკეთში, მოლდოვაში, ქუვეითში ან ისრაელში, ბათუმიდან – ბელარუსში, ისრაელსა და თურქეთში, ქუთაისიდან – კვიპროსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან იტალიაში. მთლიანობაში, საქართველოდან პირდაპირი რეისები მსოფლიოს 40 ქალაქში ხორციელდება. საერთაშორისო ფრენები ხელმისაწვდომია ქვეყნის სამი აეროპორტიდან.

თბილისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ასევე ხორციელდება აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, მოლდოვას, უზბეკეთისა და თურქეთის მიმართულებით.
რაც შეეხება აზიას და სამხრეთ მიმართულებებს, თბილისიდან რეისები სრულდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი, დუბაი, შარჯა), ბაჰრეინში (მანამა), ქუვეითში (ელ-ქუვეითი), კატარსა (დოჰა) და ისრაელში (თელ-ავივი).
რამდენ მგზავრს მოემსახურა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები>>>
ევროპის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი რეისით გაფრენა შესაძლებელია გერმანიაში (მიუნხენი), ავსტრიაში (ვენა), საფრანგეთში (პარიზი), ჰოლანდიაში (ამსტერდამი), საბერძნეთში (ათენი), პოლონეთსა (ვარშავა) და ლატვიაში (რიგა).
ქუთასის აეროპორტიდან მოქალაქეები შეძლებენ მოხვედრას ბელარუსში (მინსკი), ყაზახეთში (ასტანა, აქთაუ, ატირაუ), არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა (აბუ-დაბი) და კვიპროსზე (ლარნაკა).
ევროპის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეისით ფრენა შესაძლებელია უნგრეთში (ბუდაპეშტი), გერმანიაში (ბერლინი, მემინგენი, დორტმუნდი), ავსტრიაში (ვენა), იტალიაში (რომი, მილანი), ესპანეთში (ბარსელონა), საბერძნეთში (ათენი, სალონიკი), საფრანგეთში (პარიზი), პოლონეთში (ვარშავა, კრაკოვი, კატოვიცე, გდანსკი, ვროცლავი), ლატვიაში (რიგა), ლიეტუვაში (ვილნიუსი), ესტონეთში (ტალინი) და ჩეხეთში (პრაღა).
როგორც ტურისტული სერვისების ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი და ჩეხეთი ჩაკეტილია. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იყოს დიპლომატებისთვის, სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის და მათთვის, ვინც ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის შედის (მაგ. სამედიცინო დახმარება, მოხალისეობა და ა.შ.).
ყველა ახალი ამბავი
0