რამდენ მგზავრს მოემსახურა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35-მდე ავიაკომპანია ასრულებს.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ოქტომბერში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ოქტომბერში აეროპორტი 332.999 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 17%-ით გააუმჯობესა.
დღეისათვის აეროპორტში 35 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 38 მიმართულებით ახორციელებენ.
რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ოქტომბერში მისით 52.536-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 17%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 11%-ით მეტი 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
პრემიერმა კომპანია TAV Airports-თან თანამშრომლობის განვითარება განიხილა>>>
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.
ყველა ახალი ამბავი
0