მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბორელი: ევროკავშირი მესამე ქვეყნებს ანტირუსული სანქციებით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს

© AP Photo / Francisco Seco
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირი აუნაზღაურებს ზარალს მესამე ქვეყნებს, თუ აღმოჩნდება, რომ ანტირუსულმა სანქციებმა რომელიმე მათგანს ზიანი მიაყენა, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„გუშინ გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია სპეციფიკურ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც ძალიან აკურატულად გვსურს. მაგრამ ისინი არ არის მიმართული მესამე ქვეყნების ეკონომიკის წინააღმდეგ. თუ რაიმე თანმდევი ზარალი იქნება, ჩვენ მათ ავანაზღაურებთ“, — განმარტა ბორელმა, როდესაც ყაზახეთზე სანქციების შესაძლო გავლენის შესახებ საუბრობდა.

მისი თქმით, ევროკავშირის ანტირუსული სანქციები გავლენას არ ახდენს მსოფლიოში სურსათის მიწოდებაზე, ვინაიდან დაწესებული შეზღუდვები სპეციალურადაა მიმართული იმისკენ, რომ „რუსეთის მიერ ომის დაფინანსება შეასუსტოს“. ამიტომ ნებისმიერი გამონათქვამი, თითქოს ევროკავშირის სანქციები მსოფლიოსთვის სურსათის მიწოდებას აბრკოლებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მანამდე მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანტირუსული სანქციები ძირს უთხრის მსოფლიო ეკონომიკას და არა კონკრეტულად რუსეთისას, ვინაიდან ქვეყანა გაუძლებს სანქციებით ზეწოლას.
ყველა ახალი ამბავი
0