პრემიერი: „ტოლერანტობა ქართული იდენტობის ნაწილია"

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ძირითადი ღირებულებები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა აღიარებული.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ტოლერანტობა, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, დაწერა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოში 16 ნოემბერს აღინიშნება.

„დღეს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ტოლერანტობა და ადამიანის დაფასება ჩვენი დიდი კულტურისა და ისტორიის უწყვეტი ტრადიცია და განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ტრადიციების მქონე განსხვავებული ადამიანები ღირსეულად თანაცხოვრობდნენ და ერთად ქმნიდნენ საერთო სამშობლოს ისტორიას.
„დღესაც თანამედროვე, ევროპული საქართველოს, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების შენების ფუნდამენტი სწორედ ეს დიდი მემკვიდრეობა და ღირებულებებია. ამ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე და შემოქმედია“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ძირითადი ღირებულებები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა აღიარებული.
„ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კი პირველად1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0