ილიას ზუროსი: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

© photo: Sputnik / Stringerილიას ზუროსი
ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი თამაში დარჩა – ისლანდიის (სახლში) და ნიდერლანდის (გასვლა) ნაკრებებთან.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ნაკრები, მიუხედავად იტალიასთან დამარცხებისა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი იტალიასთან ანგარიშით 84:85 წააგო. შეხვედრა თბილისის ახალი სპორტის სასახლეში გაიმართა.
„მე მჯერა ჩემი კალათბურთელების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავალთ და აუცილებლად წავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე“, – განაცხადა ზუროსმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდა>>>
მწვრთნელმა განსაკუთრებით აღნიშნა გუნდის კაპიტნის თორნიკე შენგელიას თამაში, რომელიც მაქსიმალურად დაიხარჯა მატჩში.

„პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას თავდადება. მას ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა, მაგრამ უყოყმანოდ შეუერთდა გუნდს და დიდი ენერგია ჩადო როგორც ისლანდიაში, ისე თბილისში გამართულ მატჩში“, – განაცხადა ზუროსმა.

იტალიის ნაკრებთან მატჩს სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გუნდისთვის – მეორე ადგილზე მყოფ იტალიას თბილისში ჩამოსვლამდე საქართველოზე ერთით მეტი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გადის.
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი თამაში დარჩა– ისლანდიის (სახლში) და ნიდერლანდის (გასვლა) ნაკრებებთან. შემდეგ ეტაპზე გარანტირებული გასვლისთვის ქართველებს ორივე თამაშის მოგება სჭირდებათ. ორივე მატჩი 2023 წლის თებერვალში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0