https://sputnik-georgia.com/20221114/saqartvelos-kalatburtis-nakrebi-dazabul-brzolasi-italiastan-damarcxda-272183659.html
საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი თამაში დარჩა – ისლანდიის (სახლში) და ნიდერლანდის (გასვლა) ნაკრებებთან. 14.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-14T22:25+0400
2022-11-14T22:25+0400
2022-11-14T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272182437_0:195:1500:1039_1920x0_80_0_0_89c275e22e8be605f8dc1fe529e307ed.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი იტალიასთან ანგარიშით 84:85 წააგო.ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – მეორე ადგილზე მყოფ იტალიას თბილისში ჩამოსვლამდე საქართველოზე ერთით მეტი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გადის.ამ დრომდე ჩვენი გუნდი იტალიას ათჯერ შეხვდა და ათივეჯერ დამარცხდა. „სკუადრა აძურამ“ ამჯერადაც გამოავლინა მაღალი კლასი – პირველი ტაიმი ისე მოიგო, რომ მხოლოდ 3 საჯარიმო და 5 ორქულიანი ჩააგდო. სამაგიეროდ, საწყის 20 წუთში იტალიელებმა 20 სამქულიანი სტყორცნეს.საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა შეტევა თორნიკე შენგელიაზე იყო აწყობილი, თუმცა ეს კარგად მოეხსენებოდათ სტუმრებსაც და თორნიკე ბურთს მიიღებდა თუ არა, უმალ სამი კალათბურთელი მეურვეობდა. ასეთ დროს კი დანარჩენი კალათბურთელები თავისუფლდებოდნენ და ამიტომ პირველ ტაიმში მაკფადენმა 10 ქულა ჩააგდო, შერმადინმა – 12, სანაძემ – 7, ცინცაძემ – 6.პირველი ტაიმი იტალიის გამარჯვებით დასრულდა – 43:40.მეორე ტაიმში თორნიკე შენგელიამ მძლავრი სტარტი აიღო და მესამე პერიოდამდე 1,11 წუთით ადრე მისი ორქულიანის შემდეგ საქართველო პირველად დაწინაურდა – 58:57.მეოთხე პერიოდის წინ მეტოქე უპირატესობას არ თმობდა და ბალდასოს სამქულიანის შემდეგ იტალია კვლავ დაწინაურდა – 60:58.მეოთხე მეოთხედში სიტუაცია უფრო დაიძაბა. ფინალურ სასტვენამდე 4 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 5 ქულით წინ იყო, მაგრამ სამქულიანი ტყორცნების შემდეგ უპირატესობა კვლავ სტუმრების მხარეს გადავიდა. ფინალამდე 1,18 წუთით ადრე სტუმრები 4 ქულით დაწინაურდნენ - 80:76.ყველა მცდელობის მიუხედავად, ქართველებმა თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. ფინალურ სირენამდე 7 წამით ადრე მიხეილ ბერიშვილის სამქულიანმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (84:85). ბოლო შეტევის უფლება საქართველოს ნაკრებს დარჩა, თუმცა ტყორცნა ვერ მოესწრო და იტალიამ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. ამ მოგებით ჩვენმა მეტოქემ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი თამაში დარჩა – ისლანდიის (სახლში) და ნიდერლანდის (გასვლა) ნაკრებებთან. შემდეგ ეტაპზე გარანტირებული გასვლისთვის ქართველებს ორივე თამაშის მოგება სჭირდებათ. ორივე მატჩი 2023 წლის თებერვალში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272182437_0:55:1500:1180_1920x0_80_0_0_dbafda27e4a85abdbe995570890a634a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველოს კალათბურთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდა
22:25 14.11.2022 (განახლებულია: 23:17 14.11.2022) საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი თამაში დარჩა – ისლანდიის (სახლში) და ნიდერლანდის (გასვლა) ნაკრებებთან.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი იტალიასთან ანგარიშით 84:85 წააგო.
ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – მეორე ადგილზე მყოფ იტალიას თბილისში ჩამოსვლამდე საქართველოზე ერთით მეტი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გადის.
ამ დრომდე ჩვენი გუნდი იტალიას ათჯერ შეხვდა და ათივეჯერ დამარცხდა. „სკუადრა აძურამ“ ამჯერადაც გამოავლინა მაღალი კლასი – პირველი ტაიმი ისე მოიგო, რომ მხოლოდ 3 საჯარიმო და 5 ორქულიანი ჩააგდო. სამაგიეროდ, საწყის 20 წუთში იტალიელებმა 20 სამქულიანი სტყორცნეს.
საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა შეტევა თორნიკე შენგელიაზე იყო აწყობილი, თუმცა ეს კარგად მოეხსენებოდათ სტუმრებსაც და თორნიკე ბურთს მიიღებდა თუ არა, უმალ სამი კალათბურთელი მეურვეობდა. ასეთ დროს კი დანარჩენი კალათბურთელები თავისუფლდებოდნენ და ამიტომ პირველ ტაიმში მაკფადენმა 10 ქულა ჩააგდო, შერმადინმა – 12, სანაძემ – 7, ცინცაძემ – 6.
პირველი ტაიმი იტალიის გამარჯვებით დასრულდა – 43:40.
მეორე ტაიმში თორნიკე შენგელიამ მძლავრი სტარტი აიღო და მესამე პერიოდამდე 1,11 წუთით ადრე მისი ორქულიანის შემდეგ საქართველო პირველად დაწინაურდა – 58:57.
მეოთხე პერიოდის წინ მეტოქე უპირატესობას არ თმობდა და ბალდასოს სამქულიანის შემდეგ იტალია კვლავ დაწინაურდა – 60:58.
მეოთხე მეოთხედში სიტუაცია უფრო დაიძაბა. ფინალურ სასტვენამდე 4 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 5 ქულით წინ იყო, მაგრამ სამქულიანი ტყორცნების შემდეგ უპირატესობა კვლავ სტუმრების მხარეს გადავიდა. ფინალამდე 1,18 წუთით ადრე სტუმრები 4 ქულით დაწინაურდნენ - 80:76.
ყველა მცდელობის მიუხედავად, ქართველებმა თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. ფინალურ სირენამდე 7 წამით ადრე მიხეილ ბერიშვილის სამქულიანმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (84:85). ბოლო შეტევის უფლება საქართველოს ნაკრებს დარჩა, თუმცა ტყორცნა ვერ მოესწრო და იტალიამ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. ამ მოგებით ჩვენმა მეტოქემ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი თამაში დარჩა – ისლანდიის (სახლში) და ნიდერლანდის (გასვლა) ნაკრებებთან. შემდეგ ეტაპზე გარანტირებული გასვლისთვის ქართველებს ორივე თამაშის მოგება სჭირდებათ. ორივე მატჩი 2023 წლის თებერვალში გაიმართება.