https://sputnik-georgia.com/20221115/turqetsi-miacniat-rom-teraqtis-brzaneba-amerikidan-gaica-272194036.html
თურქი პოლიტიკოსი: ტერაქტის ბრძანება აშშ-დან გაიცა
თურქი პოლიტიკოსი: ტერაქტის ბრძანება აშშ-დან გაიცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სტამბულში ტერაქტის მოწყობის ბრძანება აშშ-დან გაიცა, მიაჩნია თურქული პარტია „სამშობლოს“ ლიდერს დოგუ პერინჩეკს. 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T10:40+0400
2022-11-15T10:40+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ტერაქტი სტამბულში
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272192559_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_33d5d6e607e80843a390f5d909577a00.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სტამბულში ტერაქტის მოწყობის ბრძანება აშშ-დან გაიცა, მიაჩნია თურქული პარტია „სამშობლოს“ ლიდერს დოგუ პერინჩეკს.მისი თქმით, თურქეთში გამოძიების შედეგებს ელოდებიან, მაგამ უკვე „ახლაა ნათელი, ვინც დგას ამ შეტევის უკან“.მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ანკარა არ იღებს ვაშინგტონის სამძიმარს ტერაქტთან დაკავშირებით, რომელიც კვირას მოხდა სტამბულში, ისთიქლიალის ქუჩაზე.მინისტრის თქმით, ანკარაში კარგად იციან, სად ხდებოდა თავდასხმის კოორდინაცია, და მან შეახსენა საზოგადოებას, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც ადანაშაულებს კიდეც ანკარა კვირას მომხდარ ტერაქტში.ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ტერაქტში აშშ-ის ჩართულობაზე მიანიშნა, მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა მტკიცებულებები აქვს თურქეთის ხელისუფლებას შეერთებული შტატების წინააღმდეგ.ბოლო მონაცემებით, კვირას მომხდარი ტერაქტის საქმეზე ამ დროისათვის უკვე 46 პირია დაკავებული. მათ შორისაა ქალი, რომელიც აფეთქების შესრულებაშია ეჭვმიტანილი. ვიდეოში, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა, ჩანს, როგორ ზის ქალი ქუჩის მერხზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, აფეთქების შემდეგ კი უკანმოუხედავად გარბის ისე, რომ ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებს.გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქალი სირიის მოქალაქეა. მან უკვე აღიარა კავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272192559_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_ee6c45a3dfbbb481bf2b26f2f2dea23c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ტერაქტი სტამბულში, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ტერაქტი სტამბულში, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სტამბულში ტერაქტის მოწყობის ბრძანება აშშ-დან გაიცა,
მიაჩნია თურქული პარტია „სამშობლოს“ ლიდერს დოგუ პერინჩეკს.
მისი თქმით, თურქეთში გამოძიების შედეგებს ელოდებიან, მაგამ უკვე „ახლაა ნათელი, ვინც დგას ამ შეტევის უკან“.
„შეტევის უკან მდგარი ძალა აშკარაა. რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასაც არ უნდა გამოეკრა ხელი სასხლეტისთვის, ბრძანებას აშშ იძლევა“, — აღნიშნა პერინჩეკმა თურქეთის ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას.
მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ანკარა არ იღებს ვაშინგტონის სამძიმარს ტერაქტთან დაკავშირებით, რომელიც კვირას მოხდა სტამბულში, ისთიქლიალის ქუჩაზე.
მინისტრის თქმით, ანკარაში კარგად იციან, სად ხდებოდა თავდასხმის კოორდინაცია, და მან შეახსენა საზოგადოებას, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც ადანაშაულებს კიდეც ანკარა კვირას მომხდარ ტერაქტში.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ტერაქტში აშშ-ის ჩართულობაზე მიანიშნა, მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა მტკიცებულებები აქვს თურქეთის ხელისუფლებას შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ბოლო მონაცემებით, კვირას მომხდარი ტერაქტის საქმეზე ამ დროისათვის უკვე 46 პირია დაკავებული. მათ შორისაა ქალი, რომელიც აფეთქების შესრულებაშია ეჭვმიტანილი. ვიდეოში, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა, ჩანს, როგორ ზის ქალი ქუჩის მერხზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, აფეთქების შემდეგ კი უკანმოუხედავად გარბის ისე, რომ ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქალი სირიის მოქალაქეა. მან უკვე აღიარა კავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.