ზვიად კუპრავა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა უარი თქვას არჩევნებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
ეს საკითხი არ უნდა იდგეს დღის წესრიგში იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მსგავს სიტუაციაშია, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა მოხსნას დღის წესრიგიდან შიდა არჩევნების ჩატარების საკითხი. განაცხადა პარტიის წევრმა ზვიად კუპრავამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო იზრდება. პარტიის ლიდერთა ნაწილი ღიად აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მიანიშნებს მის დაბალ ლეგიტიმაციაზე და დაჟინებით მოითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას. ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა მელიამ უკვე გამოთქვა.

„მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნამდვილად არ მიმაჩნია და არ ვთვლი, რომ დღეს ეს საკითხი უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაშინ, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც არის. დღეის მდგომარეობით არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას არჩევნების საკითხი, ვინაიდან ნამდვილად არ არსებობს დღეს ამის აუცილებლობა“, – განაცხადა კუპრავამ.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
პოლიტოლოგი: „საბოლოოდ მოკვდა და ვერაფერი გააცოცხლებს“ >>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ამ ყველაფერმა სტაგნაცია გამოიწვია. პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად გამოთქვა უკმაყოფილება მელიას მიმართ. შედეგად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0