გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება 22 ნოემბრამდე

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა Sanofi Pasteur-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეისყიდა.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის 22 ნოემბრამდე უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფასო ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე იყო შესაძლებელი, თუმცა ამ ვადამ გადაიწია – სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების ზრდის გამო.
საქართველოში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო.
უწყების ცნობით, ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა Sanofi Pasteur-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს.
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნეს ექსპერტებმა.
საქართველო „ღორის გრიპის" ეპიდემიის ზღვარზეა - მედიკოსების გაფრთხილება>>
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0