https://sputnik-georgia.com/20221109/saqartvelo-goris-gripis-epidemiis-zgvarzea-272045636.html
საქართველო „ღორის გრიპის" ეპიდემიის ზღვარზეა - მედიკოსების გაფრთხილება
საქართველო „ღორის გრიპის" ეპიდემიის ზღვარზეა - მედიკოსების გაფრთხილება
Sputnik საქართველო
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 09.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-09T13:39+0400
2022-11-09T13:39+0400
2022-11-09T17:58+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696100_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_b46ca525d9409bfa0a4a2509a940161c.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში „ღორის გრიპის“ გავრცელების პიკი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი.სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი იქნება. მედიკოსები ამის მიზეზად აღნიშნული ვირუსის გავრცელების რამდენიმე ტალღას ასახელებენ, რომელიც წელს დაფიქსირდა.ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი სხვა რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე საშიშია, ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. იგი გრძელდება 3-5 დღე და ხასიათდება გართულებებით. ვირუსისგან თავის დასაცავად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, აცხადებენ ექიმები.საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის 15 ნოემბრამდე უფასო იქნება. მანამდე უფასო ვაქცინაცია ხელისაწვდომი იყო მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის. უფასო ვაქცინაციის გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო. ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა „სანოფი–პასტერის" (Sanofi Pasteur) წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული პრეპარატი ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.პროცესში დაახლოებით 400 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. 200 ათასი დოზიდან 10 ათასი უკვე გაიხარჯა.მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნავენ ექსპერტები.კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა და გრიპის გავრცელების საფრთხე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696100_691:265:3067:2047_1920x0_80_0_0_332b67eb6328f44274e5569917d1cba0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო „ღორის გრიპის" ეპიდემიის ზღვარზეა - მედიკოსების გაფრთხილება
13:39 09.11.2022 (განახლებულია: 17:58 09.11.2022) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში „ღორის გრიპის“ გავრცელების პიკი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსაა მოსალოდნელი.
სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი იქნება. მედიკოსები ამის მიზეზად აღნიშნული ვირუსის გავრცელების რამდენიმე ტალღას ასახელებენ, რომელიც წელს დაფიქსირდა.
ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი სხვა რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე საშიშია, ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. იგი გრძელდება 3-5 დღე და ხასიათდება გართულებებით. ვირუსისგან თავის დასაცავად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, აცხადებენ ექიმები.
საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან ყველა მსურველისთვის 15 ნოემბრამდე უფასო იქნება. მანამდე უფასო ვაქცინაცია ხელისაწვდომი იყო მხოლოდ რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის. უფასო ვაქცინაციის გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200 ათასი დოზა „სანოფი–პასტერის" (Sanofi Pasteur) წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული პრეპარატი ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
პროცესში დაახლოებით 400 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. 200 ათასი დოზიდან 10 ათასი უკვე გაიხარჯა.
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნავენ ექსპერტები.
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა და გრიპის გავრცელების საფრთხე გაიზარდა.