https://sputnik-georgia.com/20221115/bloomberg-batumis-shesaxeb-siujets-avrcelebs-272200881.html
BLOOMBERG-ი ბათუმის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს
BLOOMBERG-ი ბათუმის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს
Sputnik საქართველო
სიუჟეტში ყურადღება ეთმობა ბათუმის, როგორც საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქის ბიზნეს-შესაძლებლობებს. 15.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-15T14:42+0400
2022-11-15T14:42+0400
2022-11-15T19:39+0400
საქართველო
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23376/70/233767055_0:77:1501:921_1920x0_80_0_0_02604ae55a95dc7a59bd9e286e99017a.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. გავლენიანი გამოცემა BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს-შესაძლებლობების მქონე ქალაქის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.„ბათუმი ისტორიულად ვაჭრობის ცენტრი იყო, ახლა კი დროა, ქალაქმა ეს სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს“, – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ამ სიტყვებით იწყება სიუჟეტი, რომელშიც ბათუმში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზეა საუბარი.Bloomberg-ი მკითხველს ბათუმში მოგზაურობას ურჩევს და ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის შესახებ მოკლე ექსკურსს სთავაზობს.აჭარის დედაქალაქზე ვიდეორგოლს მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს-წრეების მილიონობით წარმომადგენელი იხილავს. სატელევიზიო კამპანია კი, რომელიც ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან ერთად ვრცელ სტატიას და ონლაინ-რეკლამას ითვალისწინებს, BLOOMBERG-ის ეთერში დღეიდან დაიწყება.Bloomberg-მა თბილისს სტატია მიუძღვნა>>>„ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აჭარის რეგიონს აქვს პოტენციალი – იყოს მოწინავე არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა BLOOMBERG-სთვის მიცემულ ინტერვიუში.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიან მედია-პლატფორმაზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს, რომლის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს და სამ სტატიას ამზადებს.გავლენიანმა მედია-პლატფორმამ უკვე მოამზადა საქართველოს დედაქალაქზე სტატია სათაურით „თბილისი არის ქალაქი, რომელიც აკავშირებს კულტურას, ხალხს და ისტორიას“.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23376/70/233767055_84:0:1415:998_1920x0_80_0_0_c83a5eca63157b3f8e9a242b1a59f321.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
საქართველო, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
BLOOMBERG-ი ბათუმის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს
14:42 15.11.2022 (განახლებულია: 19:39 15.11.2022) სიუჟეტში ყურადღება ეთმობა ბათუმის, როგორც საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქის ბიზნეს-შესაძლებლობებს.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. გავლენიანი გამოცემა BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს-შესაძლებლობების მქონე ქალაქის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
„ბათუმი ისტორიულად ვაჭრობის ცენტრი იყო, ახლა კი დროა, ქალაქმა ეს სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს“, – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ამ სიტყვებით იწყება სიუჟეტი, რომელშიც ბათუმში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზეა საუბარი.
Bloomberg-ი მკითხველს ბათუმში მოგზაურობას ურჩევს და ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქის შესახებ მოკლე ექსკურსს სთავაზობს.
„ეკონომიკური თვალსაზრისით აჭარა ნამდვილად არის მოწინავე, სადაც მაღალი კლასის სასტუმროების არსებობა ახდენს მის, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მიმზიდველი გარემო გლობალური საფინანსო ტექნოლოგიების განვითარებისთვის“, – ნათქვამია სიუჟეტში.
აჭარის დედაქალაქზე ვიდეორგოლს მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს-წრეების მილიონობით წარმომადგენელი იხილავს. სატელევიზიო კამპანია კი, რომელიც ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან ერთად ვრცელ სტატიას და ონლაინ-რეკლამას ითვალისწინებს, BLOOMBERG-ის ეთერში დღეიდან დაიწყება.
„ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აჭარის რეგიონს აქვს პოტენციალი – იყოს მოწინავე არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა BLOOMBERG-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიან მედია-პლატფორმაზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს, რომლის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს და სამ სტატიას ამზადებს.
გავლენიანმა მედია-პლატფორმამ უკვე მოამზადა საქართველოს დედაქალაქზე სტატია სათაურით „თბილისი არის ქალაქი, რომელიც აკავშირებს კულტურას, ხალხს და ისტორიას“.