ზურაბიშვილი: შეძრწუნებული ვარ სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულის ცენტრში აფეთქებისას დაიღუპა ექვსი და დაშავდა 81 ადამიანი.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტამბულში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
აფეთქება სტამბულის ცენტრში, ტურისტულ ქუჩა ისტიკლალზე კვირას, ნაშუადღევს მოხდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ კი მოგვიანებით 81 დაშავებულის შესახებ გაავრცელა განცხადება.

„შეძრწუნებული ვარ სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქ ხალხს“, – დაწერა ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, სტამბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დაკავებულია.
ყველა ახალი ამბავი
0