მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტერაქტი სტამბულში: პოლიციამ ქუჩაზე ბომბის დამტოვებელი დააკავა

© photo: Sputnik / Maxim Durniov / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება სტამბულის ცენტრში
აფეთქება სტამბულის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ნოემბერი − Sputnik. თურქეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც სტამბულის ისთიქლიალის ქუჩაზე ბომბის დატოვებაშია ეჭვმიტანილი, რასაც შემდეგ აფეთქება მოჰყვა, იუწყება გამოცემა TRT World შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებაზე დაყრდნობით.

„სტამბულის პოლიციამ ბომბის დამტოვებელი დააკავა. მანამდე კიდევ 21 ადამიანია დაკავებული“, − აღნიშნა სოილუმ.

მისი თქმით, პირვანდელი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ აფეთქების უკან ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და სახალხო თავდაცვის ქურთული რაზმები (YPG) დგანან. ორივე ეს ძალა თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი.
სტამბულის ისტორიულ ქუჩაზე აფეთქება კვირას მოხდა, რასაც 6 ადამიანი − სამი ზრდასრული ქალი, ერთი 9 წლის გოგონა და ორი მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო 81 ადამიანი დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და გამოძიება დაიწყო, რაშიც ხუთი პროკურორი ჩაერთო.
ამ დროისათვის 39 დაშავებული უკვე გაწერილია საავადმყოფოებიდან. დარჩენილი 42 პაციენტიდან ხუთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ყველა ახალი ამბავი
0