https://sputnik-georgia.com/20221114/saqartvelo-zamtris-sakurorto-sezonistvis-emzadeba-272167619.html
საქართველო ზამთრის საკურორტო სეზონისთვის ემზადება
საქართველო ზამთრის საკურორტო სეზონისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება. 14.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-14T13:53+0400
2022-11-14T13:53+0400
2022-11-14T19:06+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
მცხეთა-მთიანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811469_0:162:3067:1887_1920x0_80_0_0_91e181bdd4b11bae591cdca5add6b72f.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პროფილური უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები სათხილამურო კურორტ გუდაურში შეიკრიბნენ და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს, იუწყება მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაცია.შეხვედრაზე განიხილეს სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის საკითხები, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, ნათქვამია განცხადებაში.მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გეგა სალუქვაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუდაურის შეხვედრა შედეგებს უახლოეს მომავალში მოიტანს.საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
მცხეთა-მთიანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811469_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_4b42b7b7ee45e474260346ca96f80ab0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მცხეთა-მთიანეთი
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, მცხეთა-მთიანეთი
საქართველო ზამთრის საკურორტო სეზონისთვის ემზადება
13:53 14.11.2022 (განახლებულია: 19:06 14.11.2022) ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პროფილური უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები სათხილამურო კურორტ გუდაურში შეიკრიბნენ და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს, იუწყება მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაცია.
შეხვედრაზე განიხილეს სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის საკითხები, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, ნათქვამია განცხადებაში.
„უწყებებს შორის ფუნქცია-მოვალეობები კარგად არის განაწილებული, შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ 2022-2023 წლის ზამთრის სეზონს ღირსეულად შევხვდებით“, – განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.
მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გეგა სალუქვაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუდაურის შეხვედრა შედეგებს უახლოეს მომავალში მოიტანს.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.