ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა - პარლამენტის სპიკერი თურქ ხალხს უსამძიმრებს

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულის ცენტრში აფეთქებისას დაიღუპა ექვსი და დაშავდა 81 ადამიანი.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტამბულში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
აფეთქება სტამბულის ცენტრში, ტურისტულ ქუჩა ისტიკლალზე 13 ნოემბერს, ნაშუადღევს მოხდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ კი მოგვიანებით 81 დაშავებულის შესახებ გაავრცელა განცხადება.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბულში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, სტამბულის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქების უკან ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და სახალხო თავდაცვის ქურთული რაზმები (YPG) დგანან. ორივე ძალა თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
ყველა ახალი ამბავი
0