„ეს დასასრულია": წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე

© photo: Sputnik / Stringer"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ოფისი
ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისმა პიკს მიაღწია და პარტიამ უკვე ღიად განაცხადა ხელმძღვანელობის, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას შეცვლის შესახებ.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შიდა კრიზისს, ალბათ, ვერ გადალახავს, ​​განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო იზრდება. პარტიის ლიდერთა ნაწილი ღიად აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მიანიშნებს მის დაბალ ლეგიტიმაციაზე და დაჟინებით მოითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას. ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა მელიამ უკვე გამოთქვა.

„ეს, ალბათ, არ არის კრიზისი, რომლის დაძლევაც მათ შეუძლიათ. ვფიქრობ, ამ პოლიტიკური ძალის საბოლოო დასასრულის მომსწრენი ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, აღარ არსებობს „პარტიის ხერხემალი“ - შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, აღარ არსებობს ლიდერი - საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. ხოლო „პარტიის ტვინი" - საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საზღვარგარეთ იმყოფება.
2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 6 წლისა და 9 თვის პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. სააკაშვილი მმართველობის პერიოდში იგი ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონულ ფორმატში გაიმართება>>>
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. სამშობლოში ადეიშვილი ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
„ქართული ოცნება“: სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დაშლამდე მიიყვანს>>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ამ ყველაფერმა სტაგნაცია გამოიწვია. პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად გამოთქვა უკმაყოფილება მელიას მიმართ. შედეგად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0