https://sputnik-georgia.com/20221114/bakuriani-msoflio-cempionatis-molodinsi-saqartvelosi-saertasoriso-komisia-imyofeba-272184424.html
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში - საქართველოში საერთაშორისო კომისია იმყოფება
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში - საქართველოში საერთაშორისო კომისია იმყოფება
Sputnik საქართველო
ბაკურიანი გახდება „ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, განაცხადა მინისტრმა 14.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-14T23:18+0400
2022-11-14T23:18+0400
2022-11-14T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/53/247285301_0:108:3257:1940_1920x0_80_0_0_50b516a9531716d41a2c20468ba1c088.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო სპორტის ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა უნდა შეაფასოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს. 16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.უწყების ინფორმაციით, ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ვიონი დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი, ასევე კურორტ ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო-სათხილამურო კურორტის მომავალი.საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადაა >>ეკონომიკის მინისტრის თქმით, საბოლოოდ, ბაკურიანი გახდება „ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“.უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - აშენდა სამი ახალი საბაგირო, მოწყობილია ხელოვნური გათოვლიანების ახალი სისტემები, შეძენილია სპეციალური აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები, აშენდა ექვსი ახალი ტრასა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/53/247285301_528:0:3257:2047_1920x0_80_0_0_91f85b9cf575d0d8a3eb7019aca7ffb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში - საქართველოში საერთაშორისო კომისია იმყოფება
ბაკურიანი გახდება „ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო სპორტის ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა უნდა შეაფასოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს. 16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ვიონი დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი, ასევე კურორტ ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო-სათხილამურო კურორტის მომავალი.
„საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება“, - შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საბოლოოდ, ბაკურიანი გახდება „ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - აშენდა სამი ახალი საბაგირო, მოწყობილია ხელოვნური გათოვლიანების ახალი სისტემები, შეძენილია სპეციალური აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები, აშენდა ექვსი ახალი ტრასა.