https://sputnik-georgia.com/20221026/saqartvelo-snoubordshi-chempionatis-chasatareblad-mzadaa-271656647.html
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადაა
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადაა
Sputnik საქართველო
2018 წელს ჩემპიონატის გამართვაზე პრეტენზია 14-მა ქვეყანამ გამოთქვა. 26.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-26T12:43+0400
2022-10-26T12:43+0400
2022-10-26T17:46+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/52/247285290_0:8:3189:1802_1920x0_80_0_0_0a808630785fa1dbecf2fc03dec64823.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი მზადაა ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს, განაცხადა სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკა გაბაშვილმა.2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს.16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.მისი თქმით, ეს იქნება „მართლა შთამბეჭდავი სანახაობა“.როგორც სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო წლებში ჩემპიონატისთვის მზადების პარალელურად უწყება აქტიურად ახორციელებს სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის მზადებას. ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად პროცესში ჩართული არიან მოხალისეებიც.„ადამიანები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში გაიზარდნენ და ოცნებობდნენ ამ დონის შეჯიბრებაზე, მოხალისედ მოვიდნენ და დაუღალავად შრომობენ. ამ ხალხის ყურება უბრალოდ სასწაულია“, – განაცხადა გაბაშვილმა.მსოფლიო პირველობისთვის მზადების ფარგლებში ბაკურიანში რეალიზებულია უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები – აშენებულია ახალი საბაგიროები, დამონტაჟებულია ხელოვნური თოვლის სისტემა, შესყიდულია სპეციალური აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები.გარდა ამისა, ბაკურიანში აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას კოხტა–მიტარბის ტრასამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/52/247285290_389:0:2801:1809_1920x0_80_0_0_07fd3aa27cf33b0cf6d5647bee24d55f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადაა
12:43 26.10.2022 (განახლებულია: 17:46 26.10.2022) 2018 წელს ჩემპიონატის გამართვაზე პრეტენზია 14-მა ქვეყანამ გამოთქვა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი მზადაა ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს, განაცხადა სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეკა გაბაშვილმა.
2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს.
16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.
„ამ პოზიციისთვის იბრძოდნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, იტალია, გერმანია და ა.შ. მაგრამ საერთაშორისო ფედერაციაში თქვეს – მოდით, ამ 14 ქვეყნიდან შანსი მივცეთ ახალ კურორტს და ვნახოთ მისი შესაძლებლობები. ეს დიდი გამოწვევაა... დღეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ბაკურიანი მზადაა ამ ჩემპიონატის ჩასატარებლად“, – განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ეს იქნება „მართლა შთამბეჭდავი სანახაობა“.
როგორც სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო წლებში ჩემპიონატისთვის მზადების პარალელურად უწყება აქტიურად ახორციელებს სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის მზადებას. ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად პროცესში ჩართული არიან მოხალისეებიც.
„ადამიანები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში გაიზარდნენ და ოცნებობდნენ ამ დონის შეჯიბრებაზე, მოხალისედ მოვიდნენ და დაუღალავად შრომობენ. ამ ხალხის ყურება უბრალოდ სასწაულია“, – განაცხადა გაბაშვილმა.
მსოფლიო პირველობისთვის მზადების ფარგლებში ბაკურიანში რეალიზებულია უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები – აშენებულია ახალი საბაგიროები, დამონტაჟებულია ხელოვნური თოვლის სისტემა, შესყიდულია სპეციალური აღჭურვილობა და უსაფრთხოების საშუალებები.
გარდა ამისა, ბაკურიანში აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას კოხტა–მიტარბის ტრასამდე.