https://sputnik-georgia.com/20221113/saqartvelosi0txilis-warmoebis-xelsemwyobi-axali-programa-amoqmedda-272140734.html
საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი პროგრამა ამოქმედდა
საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი პროგრამა ამოქმედდა
Sputnik საქართველო
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. 13.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-13T12:52+0400
2022-11-13T12:52+0400
2022-11-13T12:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388311_0:25:2500:1431_1920x0_80_0_0_1aa0284b02754c3ba4dc1a6ff129b01b.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.გურიაში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა >>ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც დადგა დარგის მხარდაჭერის აუცილებლობა.მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება >>თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388311_258:0:2483:1669_1920x0_80_0_0_db84b5adcf9f3fcb411228f2e6b48e16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი პროგრამა ამოქმედდა
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეადგენს თხილის კადასტრს, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც დადგა დარგის მხარდაჭერის აუცილებლობა.
მისი თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის წარმოების მოცულობა, მისი ხარისხი და ექსპორტი. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
თუმცა, მინისტრის თქმით, 2022 წელს ფერმერებმა სათანადო შემოსავალი ვერ მიიღეს. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სათანადოდ ვერ განახორციელეს თხილის მოვლის ღონისძიებები და, შედეგად, მოსავლიანობამ და პროდუქტის ხარისხმა იკლო.